„ოცნებამ“ ერთი კი არა ათი „რუსული კანონი“ რომ მიიღოს, არჩევნებით უნდა მოვიშოროთ - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას იწუნებს და აცხადებს, რომ დაპირისპირება ახლა ქვეყანას დააზიანებს.

როგორც ლილუაშვილი აცხადებს, რუსული კანონის მიმღები „ქართული ოცნება“ არჩევნებით უნდა გაისტუმრონ ხელისუფლებიდან.

„ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. ხალხის დაპირისპირება “ქართული ოცნების” მიზანია და არა ჩვენი გუნდის. ამიტომ, ამ მიზნის მიღწევაში ჯერ ერთი, არავინ უნდა დაეხმაროს “ქართულ ოცნებას” და მერე მეორე ეს სახელმწიფოსთვის დამღუპველია. როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა “ოცნება” ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? საზოგადოებას ისევ დაპირისპირებას სთავაზობ? ამიტომ, ეს არ არის გამოსავალი.

მთავარია ის, რომ „ქართულმა ოცნება“ თავისი სახე გამოაჩინა. ახლა ერთი კი არა ათი „რუსული კანონი” რომ მიიღოს, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. მთავარი გადაწყვეტილება ყველამ იქ უნდა დავაფიქსიროთ და ეს ხალხი [“ქართული ოცნება”] უბრალოდ მოვიშოროთ”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ, 24 აპრილს, „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია „აუცილებლად ეცდება“, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ იყოს მწვავე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა