„დედაბუდიანად სუყველა მანდ ვართ, მაგ ივანიშვილთან“ - კასპის ბაგა-ბაღის დირექტორი

სულ ნახვები : 370
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნება“ 29 აპრილის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე, რეგიონებიდან ადამიანების ჩასაყვანად საჯარო სექტორის სრულ მობილიზებას ახდენს.

ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას, კასპის მე-4 ბაგა-ბაღის დირექტორი, დალი კოტეტიშვილი აცხადებს, რომ სამუშაო დღეს თბილისში, მისი ბაღიდან 26 ადამიანი იქნება აქციაზე.

„ჩვენ დედაბუდიანად სუყველა მანდ ვართ, ჩემი დები, დისშვილები. მაგ ივანიშვილთან.

ტრანსპორტი ვიცი რომ მოგვარებულია, 26 ადამიანი მოდის ჩვენგან. ის ერთი მარშრუტკა ხალხი, ჩემი ბაღიდან წამოვა. კასპის ყველა ბაღის წარმომადგენელი მოვდივართ“, - აცხადებს კოტეტიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა