2003 წელს USAD-ის გრანტის ნაწილი 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის გამოიყენეს - სოზარ სუბარი

სულ ნახვები : 179
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის განცხადებით, 2003 წელს USAD-ის გრანტის ნაწილი 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის გამოიყენეს,  ამის შესახებ მან ბათუმში ჟურნალისტებთან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, არცერთი გრანტი არ აქვს აღებული.

„როდესაც ლაპარაკია ევროკავშირის გრანტებზე, მე როგორც ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, არცერთი ასეთი გრანტი არ მაქვს აღებული. როგორც სახალხო დამცველის ოფისს აღებული გვაქვს გრანტი, რომელიც ადამიანის უფლებების განმტკიცებას ემსახურებოდა, ძალიან კმაყოფილი ვიყავით, კარგ საქმეებს ვაკეთებდით. უფრო ადრე, მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, USAD აფინანსებდა და ამ გრანტის ნაწილი იქნა გამოყენებული 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის“, - განაცხადა სუბარმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა