ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ წყენა გვერდით უნდა გადადოს და ქვეყნის სათავეში პროფესიონალების მოყვანისთვის გაერთიანდეს. 

"პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა და მითუმეტეს პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. რა თქმა უნდა, არც არჩევნები იქნება ჩვეულებრივი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა“-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა