ჩვენ არასდროს მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ არასდროს არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის, -  განაცხადა  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვისას, რითაც 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2009 წელს, როდესაც თბილისის ცენტრში გადაკეტილი ჰქონდათ მომიტინგეებს თავად გადავიდა პრეზიდენტის სასახლიდან. 

 "არასდროს ჩვენ არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის. დიახ ვაწყობდით საარჩევნო მიტინგებს, მათ შორის, იყო წარმატებულიც და არცთუ წარმატებული მიტინგებიც, მაგრამ ეს იყო საარჩევნო შეხვედრები, რომელიც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

2009-ში მრავალი თვე თბილისის გადაკეტილი ჰქონდათ კარვებით. არამხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გადავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში და დავუთმე მთლიანად ცენტრი მომიტინგეებს. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი. რატომ ამას არ იხსენებენ? არ არის მოსახერხებელი?", -  აღნიშნა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა