ეს არის დაკვეთა რუსეთიდან - სააკაშვილი პატიმრობაზე

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აღარავის აღარ ეპარება ეჭვი იმაში თუ რა სახის პროცესია ეს და რის გამო ვიმყოფები მე გისოსებს მიღმა, რატომ არ მაძლევენ საშუალებას, რომ ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემი გამოცდილება და კავშირები მოვახმარო ამ დიდ ბრძოლას, ეს არის რა თქმა უნდა დაკვეთა რუსეთიდან“, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნათელია ყველაფერი, როდესაც სასაფლაოზევე მოდის ბრალდების მხრიდან გოგა ხაინდრავა და საპირისპირო მხარეს, მის დაცვას აწარმოებს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პირები, თავიანთი ინტერვიუებით და განცხადებებით.

„ვინ მოჰყავთ ჩემს წინააღმდეგ პროცესზე ხოლმე? მაგალითად გოგა ხაინდრავა არის აქეთ მხარეს და მეორეს მხრივ არის ამერიკის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვები, რომელიც ამბობენ, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლეთთან დაეახლოებინა საქართველო და საქართველოში დაბრუნების შემდგე ის მოწამლეს და ცუდად ეპყრობოდნენ ციხეში და ითხოვს, რომ უნდა მოხედეს ჩემი თავისუფლების უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ზუსტად გადი ხაზი, მათ შორის აი ამ საკანში რუსეთუმეებსა და ქართველებს შორის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა