პირველად მე ავწიე ევროკავშირის დროშა - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მინდა მივამართო ჩვენს ახალგაზრდებს, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დროშა. თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები, ჩემი შვილი დგას აქციაზე. მეც ვიდგებოდი მათთან ერთად და აუცილებლად დაგდება ეს დროც, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ის აღფრთოვანებული და ამაყია ქართველი ახალგაზრდებით, რომლებიც დღეს ღირსეულად იცავენ ქვეყნის მომავალს.

„მე მინდა ვთქვა, რომ თქვენც გეყოლებათ თქვენი შვილები, მათ ეყოლებათ შვილები, იმათ კიდევ ეყოლებათ შვილები. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, თქვენს შვილთაშვილებს მოუყვებით სიამაყით, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა, მაშინ ახალგაზრდებმა გადაარჩინეს საქართველო და მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული სწორედ იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით გულგრილები. მეც თავის დროზე ვიყავი პირველ მიტინგზე, რომელიც იყო 1988 წელს და შემდეგ ვმონაწილეობდი უკრაინაში გრანიტის რევოლუციაში, რომელმაც უკრაინას მოუტანა დამოუკიდებლობა და მე ამით ძალიან ვამაყობ. მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ და ბოდიში თუ დაგაკელით რაღაც. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა, რამაც 90-იან წლებში ბოლო მოუღო საქართველოს და ჩვენ რაც მოვასწარით, ის მოვასწარით განათლების კუთხით. პირველად მე ავწიე ევროპის დროშა და მაშინ ყველა დამცინოდა და ახლა ჰკითხეთ ჩვენს ახალგაზრდებს. ის დროშა, რომელიც მე ავწიე ჩემს ინაუგურაციაზე, ახლა გახდა მრავალი ათასი დროშა, რომელიც თქვენს ხელებში ფრიალებს, თქვენს გულში არის და ეს არ არის სიმბოლური. ჩვენი ამოცანა კი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გვერდით დაგიდგეთ, მაგრამ ჩვენზე უკეთესად ხედავთ ყველაფერს, ჩემზე უკეთესად არტიკულირებთ და ზედმეტი რჩევა და დარიგება ჩემგან არ სჭირდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა