ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახლა, როგორც არასდროს ჩვენთვის არის მთავარი ერთი სიტყვა - ერთობა. დააკვირდით, როგორ ეშინიათ ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს ამ სიტყვის, როგორც ეშმაკს ეშინია საკმევლის და ჯვრის, ისე ეშინია ოლიგარქის მონებს სიტყვა ერთობის, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქართველები დგანან ერთად, მათი მომრევი არავინ არ არის.

„ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ერთობას ვერ დაამარცხებს ვერანაირი ფული, ვერანაირი უხეში ძალა. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, სანამ ერთიანები ვართ ჩვენი დამმარცხებელი დედამიწის ზურგზე არ დადის. ეს ერთობა უფრო მაღლაა ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვიდრე სააკაშვილი ან ვიდრე საზოგადოებრივი ორგანიზაციები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა