რელიგიაზე იფიცებიან და უღმერთოდ ყველანაირ ტყუილს ამბობენ - სანდრო ჯოხაძე პოლიციელებზე

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რელიგიაზე იფიცებიან და უღმერთოდ ყველანაირ  ტყუილს  ამბობენ, თან ერთმანეთთან შეუსაბამო ტყუილებს,  - ამბობს მეთორმეტეკლასელი  სანდრო  ჯოხაძე პოლიციელების შესახებ, რომლებიც დღეს მის სასამართლო პროცესზე იკითხებიან.   

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო  ჯოხაძის  და გიგა ბერაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოწმის სახით ათამდე პოლიციელი დაიკითხა.  სამართალდამცველები პროცესზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.   პოლიციელების ნაწილი აცხადებს, რომ  ესმოდათ, როგორ იგინებოდნენ ახალგაზრდები და ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, თუმცა დეტალებს ვერ აზუსტებენ.  პროცესს მოსამართლე კობა ჩაგუნავა უძღვება, რომელმაც გუშინ, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის  მიმართ  დაჯარიმების  გადაწყვეტილება გამოიტანა.

სანდრო ჯოხაძის განცხადებით,  სასამართლო მართლაც თვალახვეულია და სიმართლეს ვერ ხედავს, ამიტომ მისი იმედი არ აქვს.

„ჩემი დაკავება შემდეგნაირად მოხდა, სპეცრაზმელებმა მცემეს, მერე გამატარეს კორდონი.  აქ ვიხილე ერთ-ერთი დამკავებელი, ერთ-ერთ მოწმედ იყო წარმოდგენილი, მეორე მოწმე საერთოდ სახეზე არ მყავს ნანახი... რელიგიაზე იფიცებიან და უღმერთოდ, ყველანაირ  ტყუილს  ამბობენ, თან ერთმანეთთან შეუსაბამო ტყუილებს. ერთი იძახის, რომ პოლიციელების მიმართაც ვიგინებოდი, მეორე ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ არ ვიგინებოდი. ერთი იძახის, რომ სპეცრაზმმა შემიყვანა, მეორე- რომ თვითონ დამაკავეს. მეც მაინტერესებს, ვინ დამაკავა. თემიდას ქანდაკება დგას იმ დარბაზში და თვალები აქვს ახვეული, ვერ ხედავს, სიმბოლურია, რადგან საქართველოს სასამართლოც ვერ ხედავს, არანაირი იმედი სასამართლოსი [არ მაქვს], შეუძლებელია სასამართლოს იმედი გქონდეს“, -განაცხადა სანდრო ჯოხაძემ. 

პროცესზე მოწმის სახით იკითხება მისი ძმაც,  ლაშა ჯოხაძეც , რომელიც 16 აპრილის ღამეს ასევე დააკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა