გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი - კალაძე

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს არანაირი ფასი არ აქვს.

„არავინ ეწევა ევროპული მომავლისა და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა, სანქციებს არ მივუერთდებით, თუ მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ა.შ. ვიცით, ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი, რაც ითხოვს მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას წელიწადში ერთხელ, ისე, როგორც ეს თანამდებობის პირებს მოეთხოვებათ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მშვიდობას, ხვალინდელ დღეს. ძლიერი სუვერენიტეტით გვინდა ევროპული მომავალი. ის, რასაც დღეს ვისმენთ ამ რეზოლუციებით, ძალიან დაშორებულია ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა