მოწვეულია ყველა - დიდიც და პატარაც - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქ (29 აპრილის აქცია) მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბათუმში მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის, ერთგვარი რუბიკონი.

„ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 29 აპრილის აქციისთვის, საჯარო მოხელეების სრულ მობილიზაციას ახდენს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა