მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გვქონდა მცდელობა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა როგორც „ენჯეოები“, ისე მათი დონორები, რომ მათ თვითრეგულირებით, პირადი ინიციატივით აეღოთ ვალდებულება და გაესაჯაროებინათ ის, რაც ჰქონდათ 2016 წელს ნათქვამი, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ბათუმში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც უკვეთავს საზოგადოება.

„ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

გვქონდა მცდელობა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა როგორც „ენჯეოები“, ისე მათი დონორები, რომ მათ თვითრეგულირებით, პირადი ინიციატივით აეღოთ ვალდებულება და გაესაჯაროებინათ ის, რაც ჰქონდათ 2016 წელს ნათქვამი.სამწუხაროდ, ეს ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, დასამალი არის რაღაცები საზოგადოებისგან. თქვენ როცა საუბრობთ, რომ სახელმწიფომ შეიძლება, რაღაც იცის, აქ იგულისხმება საგადასახადო ორგანო, სადაც მიდის ნაწილი ინფორმაციისა, პირობითად საშემოსავლო გადასახადის. ფინანსთა სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს ამ პროექტების შინაარსი და მიზნობრიობა. ბუღალტრული ანგარიშგებაა, რაც იქ ხდება. შინაარსი არავის აინტერესებს, შინაარსი აინტერესებს საზოგადოებას – რა ფინანსდება, ვისგან ფინანსდება, რადგან შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ შემოდის ფული. მაგალითად, კიდევ ერთხელ დავასახელებ ევროპის დემოკრატიის ფონდს, რომლის ხელმძღვანელობაში არიან ზუსტად ის ევროპარლამენტარები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი. მათგან ორი არის ხელმძღვანელ ორგანოში ევროპის დემოკრატიის ფონდისა. კანონი მათ შორის ამ ფონდის გამჭვირვალობას ეხება.

რა თქმა უნდა, მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს, ვინაიდან შემდეგ გახდება ცნობილი, რას აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში. პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში –  ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, გაასაჯაროონ ეს თანხები. მაგალითად, შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა „დროას“ და შემთხვევით გავიგეთ, თურმე არსებობს ყალბი სქემა, როდესაც პარტია „დროას“აქვს შექმნილი ენჯეო „დროა“, რომელსაც, ასე ვთქვათ, არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ აქვს და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში. შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების პროექტებს „სირცხვილიას“ მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული „ენჯეოებისა“, რომლითაც ხდება დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა