კონსტიტუციური კანონპროექტები ოჯახური ღირებულებების დაცვას გულისხმობს - ინჯია

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კონსტიტუციური კანონპროექტები გულისხმობს ოჯახური ღირებულებების დაცვას. როდესაც ასეთი კანონპროექტები მზადდება, არ შემიძლია გვერდით არ დავუდგე  ინიციატორებს.

ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, იყო ხელისუფლების წინააღმდეგი, არც ჩასაფრებული პოზიცია უნდა გქონდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“  თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ბათუმში.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

მისი თქმით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებული იყოს პლებისციტი.

„ეს კანონპროექტები წინდახედული საქმეა და აუცილებლად მისაღებია. ჩვენ რეფერენდუმს ვერ ვიყენებთ, რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და დროებით, ჩვენ ამის ჩატარება არ შეგვიძლია, მაგრამ არის პლებისციტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს გამოყენებული. კანონპროექტში წერია „ოჯახური ღირებულებები“, მე კი ჩავწერდი „ქართულ ღირებულებებს“, რადგან ქართულ ღირებულებებში შედის ოჯახური ტრადიცია,  ქალის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, მართლმადიდებლობის დაცვა, ქართული ენის პატივისცემა და სიყვარული “,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა