რომან გოცირიძე რუსული კანონისგან თავის დაღწევის გზად საყოველთაო გაფიცვას მიიჩნევს

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთელი საქართველო უნდა დადგეს, რომ პრორუსულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი არ გაატანინოს, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მესამე მოსმენით მიღების დროს უნდა მოხდეს ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა.

„ვერ გეტყვით, ახალგაზრდები რას გააკეთებენ. ამ საპროტესტო აქციებში ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობენ, ეს არის სტიქიური, გულწრფელი სახალხო პროტესტი, რომლის ბირთვი არის ახალგაზრდობა. ვერ გეტყვით, 29-ში რას მოიმოქმედებენ, მაგრამ ოპოზიციისთვის არსებობს სამი მნიშვნელოვანი დღე – როდესაც მეორე მოსმენით იქნება კენჭისყრა პარლამენტში; როდესაც მესამე მოსმენა იქნება და საბოლოოდ მიიღებენ; პრეზიდენტი ვეტოს რომ დაადებს, ამაში ასპროცენტიანი სიზუსტით ვარ დარწმუნებული და ვეტოს დაძლევის დღე.

ამ პროცესში მთელი საქართველო დადგება ფეხზე და „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტს არ გაატანინებს. სახალხო მღელვარება იქნება. ჩემი პერსონალური აზრია, რომ ამ კანონის მიღებისას უნდა მოხდეს ის, რაც არ მომხდარა მრავალი წლის განმავლობაში – საყოველთაო გაფიცვა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული დაწესებულებებისა, როგორიცაა სასწრაფო დახმარების და ასე შემდეგ. მთელი საქართველო უნდა დადგეს, რომ პრორუსულ რეჟიმს ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი არ გაატანინოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა