„ნუ გარისკავს ქვეყნის ბედით” - სოფო ჯაფარიძე ხელისუფლებას

სულ ნახვები : 214
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ევროპარლამენტარები ამ რეზოლუციით ამბობენ, რომ თუ საქართველოს პარლამენტი აგენტების შესახებ ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდება, - ამის შესახებ CNews-თან საუბრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს რუსული კანონი და არ გარისკოს ქვეყნის ბედით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ხორციელდება, შესაბამისად უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ნუ გარისკავს ქვეყნის ბედით და ნუ აყენებს დარტყმას, საქართველოს და ქართველი ხალხის მართლაც სასიცოცხლო ინტერესებს. უნდა გამოხდეს რუსული კანონის გაწვევა და გაათავისუფლონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტ. პატიმრობიდან", -განუცხადა ჯაფარიძემ CNews-ს.

გიგა გელხვიიძე, cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა