პასუხი „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე - ბაჩო დოლიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველა რესურსი აქვს ხელისუფლებას ქვეყანა წაიყვანოს ევროპისაკენ და აკეთებს აბსოლუტურად საპირისპიროს, მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციას, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაჩო დოლიძე,  CNews-თან საუბრისას.

დოლიძის თქმით, ყველა ის სიკეთე, რომელიც აქვს ევროკავშირისგან ამ დროისთვის საქართველოს საფრთხის წინაშე დგება „ქართული ოცნების“ ქმედებებით.

„მოსალოდნელად მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც პასუხი არის „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე. სამწუხაროდ დღეს, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ურთულებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის აღწერა მთელი ამ ამბის. თავისი რუსული ნაბიჯებით ურთულებენ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას. აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რომელიც აქვთ და ყველა ის სარგებელი, რომლითაც ჩვენ თითოეული მოქალაქე ვსარგებლობთ ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა საფრთხის ქვეშ დგას ამ ხელისუფლების პირობებში. ამაზე საუბრობს არა ოპოზიცია, რამედ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები არიან. ყველა რესურსი აქვს ხელისუფლებას ქვეყანა წაიყვანოს ევროპისაკენ და აკეთებს აბსოლუტურად საპირისპიროს, მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ, შესაბამისად აბსოლუტურად ყველაფერი არის მოსალოდნელი", - განუცხადა დოლიძემ CNews.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, საქართველოსვე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი გადახედვაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებაზეა საუბარი, 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა