„ეს არის ღალატში თანამონაწილეობა“ - პაატა მანჯგალაძე 29 აპრილის აქციაზე

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის,  პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ყველა საჯარო მოხელემ თუ სხვა პირებმა ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას, უნდა იცოდნენ, რომ  ეს არის ღალატში თანამონაწილეობა,  რომლის ჩადენაც  ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ განიზრახეს.

მისი თქმით, მოღალატე ძალის მიზანია მათ სახეებსა და სახელებს ამოეფაროს.

„ევროპული რეზოლუციის მიღების შემდეგ სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ გაიხსნება, გარდა ამისა შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვა ნათელი დადასტურებაა ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის.

შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 29 აპრილის აქციაზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ამოეფარონ იქ მისული ადამიანების სახელებს და სახეებს და მათი ჩართულობით ჩაიდინონ უდიდესი ღალატი. სწორედ ამიტომ მინდა იცოდეს ყველა საჯარო მოხელემ თუ სხვა პირებმა ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა რომლის ჩადენაც განიზრახა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ.

ხელისუფლების აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს გაწირვაზე სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს ქართველებისგან საბოლოო დაცლაზე.

ამიტომ ყველას ვურჩევ გაიაზრონ ეს საფრთხეები და უარი თქვან ქვეყნის მიზანმიმართულ ღალატში თანამონაწილეობაზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება საქართველოს!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა