უმძიმესი რეალობის წინაშე დავდექით - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმძიმესი რეალობის წინაშე დავდექით ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობებს აქვს ყველაფერი წყალში იყრება, - ამის შესახებ დღეს, 25 აპრილს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ გაიწვიოს ე.წ. რუსული კანონი და არ დადოს სასწორზე საქართველოს მომავალი და ის მიღწევები, რისთვისაც თაობები იღვწოდა საქართველოში.

„რუსული კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ევროკავშირისთვის, პირდაპირ არის საუბარი, მერე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თუ ამ კანონის განხილვა გაგრძელდება საერთოდ შეჩერდება ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი და უფრო მძიმე რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას და ბევრ იმ საკითხს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან მიმართებაში. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ არის შანსი იმის, რომ თქვენ ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიოთ უკან და როგორც მინიმუმ ეს უმძიმესი ვითარება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც ახლა დგას და სადაც საქართველო აღმოჩნდა ეს მაინც ავირიდოთ თავიდან. ხომ ხედავთ, რომ რუსული კანონი და ევროკავშირი არის შეუთავსებელი ერთმანეთისთვის, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, ჩვენს ისტორიას, აწმყოს და მომავალს, რომ რა გააკეთეთ? აირჩიეთ გზა, რომელიც არ არის ქართველი ხალხის არჩევანი? რომ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ წახვედით? დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდით უბრალოდ რას გაძალებთ და რას გაკეთებინებთ ეს ადამიანი, ივანიშვილ ბიძინად წოდებული. უბრალოდ დაფიქრდით რა მდგომარეობაში აგდებთ ქვეყანას, დაფიქრდით ხვალ და ზეგ ქუჩაში გამოსვლის ხომ არ შეგრცხვებათ თუ გააგრძელებთ ასეთ მსახურებას და მერწმუნეთ, რომ უკან დახევა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სირცხვილი. მე მოვალ და ყველას ხელს ჩამოგართმევთ, მადლობასაც გეტყვით ვინც ამას გააკეთებთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს ინტერესები დევს ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ. მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩემო კარგებო, ისე როგორც არასდროს დღეს უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანები. ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს ევროკავშირში უნდა იხილებოდეს საქართველოს დახმარებები, ის მილიარდები, როგორ უნდა განაწილდეს, რომელსაც ელოდება სოფელი, ქალაქი, ახალგაზრდა თუ დიდი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაგი მტრის რუსულმა კანონმა ჩვენ სრულად სხვა რეალობა გაგვითენა. ამიტომ, ძალა ერთობაშია! რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ვიყოთ ერთად“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა