დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი - გიული ალასანია

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და მხარს ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს, - განაცხადა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  დედამ, გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით

„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა