ადვოკატ ლევან ჭელიძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სულ ნახვები : 347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, ადვოკატ ლევან ჭელიძეს, რომელსაც პროკურატურა ბრალს ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ადევნებაში სდებს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ფაქტთან დაკავშირებით დღეს, 25 აპრილს განცხადება გაავრცელა გენერალურმა პროკურატურამაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ მხარეებს შორის დავა, პირადი უთანხმოების საფუძველზე დაიწყო, რამაც შემდგომ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა, რის შედეგადაც „ქუთაისი თუდეის“ დამფუძნებელმა სერგო ჩივაძემ, ვენები გადაიჭრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა