ჩვენ ვიქნებით ამერიკის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია - თამუნა მუსერიძე

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორგანიზაცია „ვეძებ“-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, მისი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს თავისი მშობლების, ან ახლობლების მოძებნაში, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში გააშვილეს/გაყიდეს საქართველოდან, უცხოური გავლენების გამტარებელი ორგანიზაცია იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოციალურ ქსელ „facebook“-ში დაწერა.

„ყველაზე მეტი გაყიდული ბავშვი არის აშშ-ში და კანადაში. აქედან გამომდინარე, თუ მოხდა ისე, რომ მივიღეთ დაფინანსება, მაგალითად, აშშ-დან და დაგვეხმარა ეს ქვეყანა, რომ ამ ბავშვებს მოვუძებნოთ ბიოლოგიური მშობლები, ამ კანონის მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამერიკის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია. ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ოჯახების გაერთიანებაზე, ავტომატურად შეირაცხება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად. რატომ?", - წერს მუსერიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა ე.წ. რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა