ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ეს არის სრულიად ახალი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ეს არის სრულიად ახალი რამ. ყველამ ძალიან კარგად იცის ,რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ვსაუბრობდეთ, უზარმაზარ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ამ შენობაში, სტრასბურგში და ბრიუსელშიც საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და როცა ამ რეზოლუცია იღებდნენ, ევროპარლამენტარები ყველაზე მეტად იმაზე წუხდნენ, რომ იმის ნაცვლად, რომ ისინი ახლა ლაპარაკობდნენ საქართველოს წარმატებაზე, წარმატებულ რეფორმებზე, როგორ ასრულებს საქართველო ცხრა პუნქტს, რომ მალე გაიხსნას მოლაპარაკებები და საქართველო მალე გახდეს წევრი ევროკავშირის, მათ უწევთ იმ უზარმაზარ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოშობს ქართველი ხალხისთვის და ნამდვილად წერია ასეთი რამ რეზოლუციაში, რომ ვერ გაიხსნება საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის მხრიდან, სანამ ეს რუსული კანონი არ იქნება გაწვეული. ეს არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, რაც წერია არის ის, რომ გადაიხედება დაფინანსების საკითხი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ უზარმაზარი კორუფციის პირობებში, როცა ათეულობით მილიონებს იპარავენ კობახიძე, ღარიბაშვილი, მდინარაძე და სხვები, ამ პირობებშიც კი ეს ფული საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და ასეთი მნიშვნელოვანი დაფინანსების დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დიდი საფრთხეა. რა თქმა  უნდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთან, ევროპულ ღირებულებებთან და კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ევროპარლამენტმა გააკეთა ეს მოწოდება, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ეს არის სრულიად ახალი რამ. რა თქმა უნდა ყველამ ძალიან კარგად იცის იმ 83 ადამიანის უმსგავსო ქმედება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ისინი პარლამენტში ღილაკზე თითის მიჭერით აკეთებენ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის ,რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მიტაცებული აქვს პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები. თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ , ეს ევროპარლამენტი იღებს სარეკომენდაციო რეზოლუციას, გადაწყვეტილება არის ევროკომისიასა და საბოლოო ჯამში ევროპულ საბჭოზე. ევროპული საბჭო არის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების საბჭო. ამ დონეზე ძალიან დიდი სიფრთხილეა რომ არ დაზიანდეს ქართველი ხალხი, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა