საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, განზრახ არ შეაფერხოს გზა ევროპისკენ - გერმანიის საგარეო უწყება

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, "განზრახ" არ შეაფერხოს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე აპროტესტებს სიტყვის თავისუფლების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ", - აღნიშნულია ტვიტში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა