ჩვენ გამოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს - ირაკლი ზარქუა 29 აპრილის აქციაზე

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ გამოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მათი მიზანი არ არის დაპირისპირება და პოლარიზაცია.

„ჩვენ მთელი საზოგადოება ვიკრიბებით არა დაპირისპირებისთვის, ეს „ნაცების“ ხელწერაა, ეს მწვალებლების ხელწერაა, რომ დაპირისპირება მოეხდინათ და მეტი პოლარიზება მოეხდინათ, ჩვენ გამოვდივართ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მსოფლიოს, ყველას, საზოგადოებას და ერთმანეთს შემოვძახოთ, დიახ, ეს არის საქართველო, ეს არის სახელმწიფო და ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეკლესიას, წინაპრების დანატოვარს, რითაც დღემდე ვამაყობთ. რა არის ეს? ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება“, - განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა