„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ - ხვალ ბათუმში აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ - ბათუმში, ევროპის მოედანზე, 29 აპრილს, 19:00 საათზე,  აქცია გაიმართება.

„ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა - გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული.

ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა.

29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა