გორის სპორტის სააგენტომ 27-29 აპრილი უქმე დღეებად გამოაცხადა

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ 27-30 აპრილი უქმე დღეებად გამოაცხადა.

ოფიციალურ მიზეზად დეზინფექციის სამუშაოები სახელდება, რომელიც გუშინ დაიწყო და ზეგ დასრულდება.

თუმცა, რეალური მიზეზი ხვალ, 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ სახალხო შეკრებაა, სადაც ვალდებულია ყველა საჯარო მოხელე გამოვიდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში მმათველი გუნდი სამსახურიდან გაშვებით იმუქრება.

„გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სასპორტო სკოლათა დარბაზებში ჩატარებული გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოების გამო, 27-დან 30 აპრილამდე, დროებით შეჩერებულია სასწავლო-საწვრთნელი პროცესი. სპორტულ დარბაზებში მეცადინეობა, ჩვეულ რეჟიმში განახლდება 30 აპრილს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით 29 აპრილს, ორშაბათს, სახალხო მსვლელობას გეგმას.  საქართველოს მასშტაბით სრული მობილიზაციაა - მმართველ გუნდს საჯარო მოხელეები, ბაღებისა და სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და თანამშრომელი ჩამოჰყავს. დაპირებისამებრ - კვება და ტრანსპორტირება უფასოა.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა