ახალგაზრდული და სტუდენტური მოძრაობები 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე - მაჭავარიანი

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა, განაცხადა.

„მინდა გავაკეთო განცხადება ახალგაზრდული ჯგუფების, სტუდენტური მოძრაობების და იმ ადამიანების სახელით, ვინც ჩართულები ვართ რუსული კანონის წინააღმდეგ. ბოლო დღეები გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ კონტრაქციის საპასუხოდ.

ჩვენი პასუხია: ერთობა და მშვიდობა. ჩვენი მოძრაობით უძრაობის წინააღმდეგ მივდივართ. ვცდილობთ, ისეთი ქვეყნის მიღწევას, სადაც ვიქნებით ერთიანად, მშვიდობიანად, რუსული კანონის გარეშე. 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის, რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ პროვოცირება მოახდინოს. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, დაპირისპირების და პროვოკაციის გზას ირჩევს 29 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი სხვანაირია, ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს ვაგრძელებთ“ - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

შეგახსნებთ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით 29 აპრილს, ორშაბათს, სახალხო მსვლელობას გეგმას.  საქართველოს მასშტაბით სრული მობილიზაციაა - მმართველ გუნდს საჯარო მოხელეები, ბაღებისა და სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და თანამშრომელი ჩამოჰყავს. დაპირებისამებრ - კვება და ტრანსპორტირება უფასოა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა