20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი - უნდა გაიწვო - დავით თარხან-მოურავი

სულ ნახვები : 358
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ამ კანონის მიზნობრიობა გაუგებარია“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა,  რუსულ კანონზე სასაუბროდ განაცხადებს.

თარხან-მოურავი თვლის, რომ აღნიშნული კანონპროექტი „ოცნებამ“ კვლავ უკან უნდა გაიწვიოს.

„ამ კანონის მიზნობრიობა გაუგებარია, რადგან, რეალურადა, დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ორგანიზაციის გაკონტროლების საშალებას.

თუ რაიმე გაკლია, თუ გინდა, რომ დეკლარაცია იყოს უფრო დეტალური, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ანუ ახალი კანონი რა საჭიროა, არავის არ ესმის.

20 000 ახალგაზრდა მომხრე ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს. ეს ხალხი სულ არ არის ნაცმოძრაობის მომხრე, ეს არის ახალგაზრდა ხალხი, იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის ნაცმოძრაობის ომხრე, დანარჩენები არ არიან.

ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი არის რუსული. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს" - ამბობს თარხან-მოურავი.

ცნობისთვის, რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა