რუსეთმა უკრაინასთან ომში 450 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა - UK Defense Journal

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსეთმა უკრაინასთან ომში, დაღუპული და დაჭრილი დაახლოებით 450 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UK Defense Journal ავრცელებს.

გამოცემა, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის ლეო დოჩერტის ციტირებით, იუწყება, რომ ამავდროულად დაღუპული დამპყრობლების რაოდენობა, რომლებიც იბრძოდნენ PMC-ის შემადგენლობაში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ტექნიკას, დოჩერტის თქმით, რუსეთმა ამ დროისთვის დაკარგა:

▪️10 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა, მათ შორის 3 ათასამდე ძირითადი საბრძოლო ტანკი;

▪️109 თვითმფრინავი;

▪️136 შვეულმფრენი;

▪️346 დრონი;

▪️სხვადასხვა კლასის 23 გემი;

▪️1,5 ათასზე მეტი ყველა ტიპის საარტილერიო სისტემა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა