ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება - მეუფე იაკობი

სულ ნახვები : 235
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება“ - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ ევროპარლამენტარების მიერ შედგენილ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს.

„მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინეთ. გამოდიან და იძახიან - „არა რუსულ კანონს“, ვის უნდა „რუსული კანონი“? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვადასხვა ქვეყნის კანონები მინდა. მე მინდა,რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს. ისევე როგორც 22-ში და მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ, საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, „კაგებეს“ აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ.

ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ, მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა, მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში დეპეშა თავიანთ უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო? თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს“, - თქვა მეუფე იაკობმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა