ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ხვალ სახალხო შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას - მდინარაძე

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარემ, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ყველას, ვისთვისაც კი ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ეროვნული იდენტობა, თავისი ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას.

ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში და არა სცენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა. რაც შეეხება შეკრების მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები. ეს დაახლოებით 8 საათიდან დაიწყება. ექვსიდან ვიწყებთ შეკრებას, იმიტომ რომ, ხომ წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი როდესაც შეიკრიბება, ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთული ამბავია, ამიტომ ექვსი საათიდან დაიწყება შეკრება. იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიის მიმართულებიდან და 8 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა