დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ - მდინარაძე სენატორების წერილზე

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „დიდი სიამოვნებით დაელოდება რა სანქციებს დაადებს აშშ“.

მისი თქმით, მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს.

„მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს, დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელს

კანონის ინიციირებისთვის დაასანქცირებენ", - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა