„ღიად ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ ეწევიან ახალგაზრდების, სტუდენტების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აგიტაციას, რუსულ მარშზე გასაყვანად“ - ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი

სულ ნახვები : 335
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ვარ სტუდენტი, რომელიც  ღიად ვსაუბრობ და ვაფიქსირებ იმ უსამართლობას, რასაც ვხედავ ჩემს ირგვლივ. როგორ სამარცხვინოდ ეწევიან  ახალგაზრდების, სტუდენტების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აგიტაციას, თუნდაც რუსულ მარშზე გასაყვანად“ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმის საზღვაო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, მიშა განდელიძე, წერს.

„ვარ სტუდენტი, რომელიც  ღიად ვსაუბრობ და ვაფიქსირებ იმ უსამართლობას, რასაც ვხედავ ჩემს ირგვლივ. როგორ სამარცხვინოდ ეწევიან  ახალგაზრდების, სტუდენტების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აგიტაციას, თუნდაც რუსულ მარშზე გასაყვანად. ცდილობენ ჩარიონ იქ, სადაც არ უნდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძალდატანებითია თუ არა, არამედ საუბარია იმაზე, რომ არც უნდა გაებედათ შეეთავაზებინათ ბათუმში სტუდენტებისთვის  რუსულ მარშზე წაყვანა.  სამწუხაროა რომ სტუდენტებს და ახალგაზრდებს დღეს გვიწევს ამ რეალობაში ყოფნა. მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, -  ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

არ შეიძლება თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ გვართმევენ თავისუფლებას და თან ეს ყოველივე კანონიერი გზით სურთ რომ გააკეთონ სწორედ "რუსული კანონის" მიღებით. არ ვიფიქროთ იმაზე რომ აზრი არ აქვს ბრძოლას. სხვა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს.  ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი ერთობის და შემართების ეშინიათ.  ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი ღიად და მკაფიოდ.  სწორედ  ეს არის ევროპა და ევროპულობა. მე დღეს ყველაზე  ამაყი და მართალი ვარ საკუთარ თავთან და იმ ახლაგზარდებთან, ვინც იზიარებს ამ აზრს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ღიად იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება ჩვენს ირგვლივ -  მიუხედავათ იმისა რომ ვიცი მომიწევს გავუმკლავდე უამრავ წინააღმდეგობას. უბრალოდ ბედნიერ, მშვიდ და სამართლიან ქვეყანაში გვინდა ცხოვრება“, - წერს განდელიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა