პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს ხვალ განიხილავენ

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პარლამენტი  გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს, უკან დაბრუნებულ კანონპროექტსა და მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 29 აპრილს იმსჯელებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტში „გირჩის“ ავტორობით წარდგენილ და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ. ამავე პროექტით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა