ქართველი ხალხი ქვეყნის ისტორიას წერს - ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რესპუბლიკურ მოედანზე მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები იკრიბებიან.

მოედანზე იმყოფება „ლელოს“ ლიდერი, ანა ნაცლიშვილი და აცხადებს, რომ ქვეყანა რეალური რისკების წინაშე დგას, საშიშროება არის რეალური და ძალიან მძიმე.

მისივე თქმით, „ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ ვითარებაში ქვეყანა დაიცვას, ეს ქართველი ხალხის მიერ თავისი გადაწყვეტილების, რომ ქართველი ხალხი ევროპას ირჩევს, მტკიცე და ურყევი დაფიქსირებაა“.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქვეყანა რეალური რისკების წინაშე დგას, საშიშროება არის რეალური და ძალიან მძიმე. ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ ვითარებაში ქვეყანა დაიცვას, ეს ქართველი ხალხის მიერ თავისი გადაწყვეტილების, რომ ქართველი ხალხი ევროპას ირჩევს, მტკიცე და ურყევი დაფიქსირებაა.

აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს. ამ ქვეყნის ნამდვილ ისტორიას წერს, როდესაც ყველას, მოყვარეს თუ მტერს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მან რუსული გზა აირჩია, ქართველი ხალხი ემიჯნება რუსულ კანონს, ხელისუფლების გზას და ის მკაფიოდ, მყარად ევროპულ არჩევანს იცავს. იმ არჩევანს, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს. ისეთი რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში. მხოლოდ ამ გზაზე ბარიერად არის აღმართული “ქართული ოცნება”, თავისი რუსული კანონით და რუსული კურსით.

სიმართლის დაცვა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც სიმართლეს გამარჯვებამდე მიიყვანს”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა