როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს, ეს იმის დასტურია, რომ მისი ბოლო ჟამია - ელისაშვილი

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა.

მისი თქმით, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ბოლო ჟამია.

"სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს. 

ოპოზიცია რომ აქციებს მართავს, ეს ნორმალური პროცესია. დამოუკიდებლობის 30 წლისთავს დააკვირდით, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ბოლო ჟამია. ასე ხდებოდა, როდესაც შევარდნაძემ გამოიყვანა ხალხი, სააკაშვილმაც. როდესაც ხელისუფლებები ძალაუფლებას კარგავენ, გამორეკავენ ნახირივით საჯარო მოხელეებს, აშინებენ, ზეწოლას ახდენენ. ეს არის აბსურდი. ნორმალურ ვითარებაში როგორ შეიძლება ხელისუფლებამ აქცია გაუმართოს მოქალაქეებს. თან როგორ?! აქ, ამ აქციაზე, ვინ არის ფულით, ან ძალით მოყვანილი?!

ასეთი აქცია შევარცხვინე! ხელისუფლება ვეღარ ეყრდნობა ხალხს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს”,-აღნიშნა ელისაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა