თუ 29 აპრილს მოულოდნელად ჩაინიშნება „რუსული კანონის“ პლენარული მოსმენა, ხელი შეუშალეთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას - აქციის ორგანიზატორები

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თუ 29 აპრილს მოულოდნელად ჩაინიშნება „რუსული კანონის“ პლენარული მოსმენა, საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შეუშალონ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე გამოსვლისას პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ საკომიტეტო მოსმენას გააპროტესტებენ, მაგრამ არ აპირებენ გადაიკვეთონ იმ თანამოქალაქეებთან,რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში პარლამენტთან შეკრებს.

„ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან. ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდებთ, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის“ პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს მოვუწოდებთ“, - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა