„несанкционированный митинг“- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს - ნინო ლომჯარია მერიის განცხადებაზე

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბილისის მერიის მიერ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას არ ითვალისწინებს.

„რა „არასანქცირებული“ მიტინგი, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. „несанкционированный митинг“- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი“, - წერს ლომჯარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა