არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანები, გაზი გაუშვეს, მაგრამ ამ ხალხს ვერავინ მოერევა - ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანები, გაზი გაუშვეს, ცდილობენ ვითარების გამწვავებას, მაგრამ ამ ხალხს ვერავინ მოერევა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 „აბსოლუტურად გაუგებარია მრავალ ათასიანი მიტინგი ვნახეთ ჩვენ, აბსოლუტურად მშვიდობიანი და უცბათ, არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, გაზი გაუშვეს, წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. პირდაპირ გამწვავებაზე მიდიან იმიტომ, რომ მათთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.

 ცდილობენ ვითარების გამწვავებას განსაკუთრებით ხვალინდელი კონტრაქციის წინ, მაგრამ ეს ხალხი მერწმუნეთ, სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული. ეს ის ხალხი არ არის, ვისაც ხვალ ჩამოიყვანენ ნაძალადევად სამსახურიდან გაშვების შიშით“, - განაცხადა  ბეჟაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა