მოგიწოდებთ ემსახუროთ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და არა რომელიმე პარტიას - გახარია საჯარო მოხელეებს

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საჯარო მოხელეების მისამართით განცხადება გაავრცელა.

CNews აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მოდით, დავიწყოთ სიმართლით!

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან.

ასევე სიმართლეა, რომ არასდროს ყოფილა ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე ასეთი რეალური.

თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველო არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის მიზანი, არამედ ბევრმა თაობამ ამ გზაზე უდიდესი ფასი გადაიხადა.

ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საფრთხეები დღეს ყველაზე კარგად საჯარო სექტორს ესმის, საჯარო სექტორმა იცის.

საჯარო მოხელეებს ყველაზე კარგად გესმით, რომ ევროპული მომავლის დაკარგვა გარდაუვალად დააბრუნებს საქართველოს რუსულ ორბიტაზე.

ასევე, თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რომ ნებისმიერი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაც, რაც ჩვენთვის ასეთი ნაცნობი და მტკივნეულია, რუსეთის ინტერესშია.

სწორედ ამიტომ, ზუსტად ამ გადამწყვეტ, რთულ დროს საჯარო სექტორმა უნდა შეასრულოს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი - ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და, რაც მთავარია - საქართველოს გადასარჩენად სამოქალაქო დაპირისპირებისგან.

საჯარო მოხელეებისთვის ეს არ არის მხოლოდ  ფორმალური პასუხისმგებლობა, არამედ - უნიკალური მისიაა ამ გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისთვის.

თქვენ, საჯარო მოხელეებმა, ყველაზე კარგად იცით, რომ ჩვენი ქვეყნის იდენტობა და სახელმწიფოებრიობა ყველაზე უკეთ ევროკავშირში იქნება დაცული.

თქვენ, საჯარო მოხელეებმა, ყველაზე კარგად იცით, რომ ჩვენი ბავშვები და მათი ინტერესები ყველაზე უკეთ ევროპაში იქნება დაცული, ხოლო ჩვენი ახალგაზრდებისთვის განვითარების ყველაზე დიდი ასპარეზი სწორედ ევროპაა.

ამიტომ მე, თქვენი ყოფილი კოლეგა, არ მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისკენ, მე მოგიწოდებთ - ემსახუროთ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და არა რომელიმე პარტიას.

უნდა ვუთანაგრძნო ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უწევს ხელისუფლების მიერ 29 აპრილს ორგანიზებულ კონტრაქციაში მონაწილეობა. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ემოციების.

და სწორედ ამიტომ იცოდეთ, რომ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ სად იქნებით და როგორი იქნება თქვენი არჩევანი 2024 წლის 26 ოქტომბერს.

ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდა თაობა  უკვე ევროპელები არიან. ფაქტია, რომ ისინი ან იცხოვრებენ ევროპულ ქვეყანაში, ან დატოვებენ საქართველოს.

ამიტომ ევროპა უნდა იყოს აქ! ეს კი თითოეული ჩვენგანის ხელშია!“, - ნათქვამია განცხადებაში.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა