ეს არის უკანონო დაკავება - ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილის დაკავებაზე

სულ ნახვები : 322
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი, ამ დროისთვის დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მიშველაძე, მეუღლის დაკავებას არაკანონიერს უწოდებს.

„დამირეკა რაღაც უცნობმა ნომერმა, მითხრეს რომ უსაფრთხოდ არის და თქვენ განერიდეთ ტერიტორიასო,  მივხვდი, რომ ეს იყო პოლიცია და ის იყო დაკავებული. ამის შემდეგ დავუკავშირდი სახალხო დამცველს. რამდენიმე წუთის წინა გავიგე, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი, შევლენ სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და ადვოკატებიც და გავიგებ, თუ რა მდგომარეობაშია ის. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს დაკავება და საერთოდ ის რასაც დღეს აქ აკეთებდა პოლიცია არის უკანონო. ეს არის ღალატი და მონობა. ეს რის რუსი პოლიცია“, - განაცხადა მიშველაძემ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა