„ვერცერთ კითხვას ვერ დასვამთ“ - მდინარაძე ოპოზიციას

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ისინი ვერ დასვამენ შეკითხვებს, რომლებიც რუსულ კანონთან მიმართებაში კრიტიკული იქნება.

ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტში ისაუბრა.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ დღეს ვერც ერთ კითხვას ვერ დასვამთ, ან რუსულობას რომ ამტკიცებდეს ისეთს, ან რომ ამტკიცებდეს იმას, რომ არ ვარგა და ცუდია. ამიტომ ყველა თქვენი ჩართვა იქნება დამადასტურებელი თქვენი სიცრუის მხილების წინააღმდეგ რომ ხართ თქვენ“, -განაცხადა მან.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რუსული კანონის განხილვა მოხდება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტში კვლავ ყვითელი ზონა გამოცხადდა და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის საშუალება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა