რატომ ემთხვევა თქვენს მიერ ინიცირებული კანონის საქმიანობის სფერო და მიზანი, ერთი-ერთში რუსულ რეგულაციებს? - ვაშაძე მდინარაძეს

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რატომ ცრუობთ მუდმივად, რომ ამ კანონის მოქმედების სფერო იგივე რეგულაციების არის, რაც მოქმედებს ბრიტანეთში, საფრანგეთში ან აშშ-ი? - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა.

მისი თქმით, საინტერესოა რატომ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რუსულ რეგულაციებს.

„იგივე არის აშშ-ში, ეროვნული უსაფრთხოება არის ამომავალი წერტილი და ეხება სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების დაცვას აშშ-ში. არცერთ ევროპულ და დასავლურ სახელმწიფოში არ ეხება არც სამოქალაქო სექტორის მოქმედებას ზოგადად და არსად არ არის გამჭვირვალობა რაიმე მიზანი ასეთი აქტის. ერთადერთი ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და შეზღუდული არის ქვეყნების წრე, რომელზეც ეს ყველაფერი ვრცელდება. რატომ ემთხვევა თქვენს მიერ ინიცირებული კანონის საქმიანობის სფერო და მიზანი, ერთი-ერთში რუსულ რეგულაციებს?", -განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა