ჯგუფმა „Коррозия металла“ პოლიციის დარბევის შემდეგ საქმიანობა შეაჩერა

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯგუფმა ,,Коррозия металла" დარბევის შემდეგ საქმიანობა შეაჩერა. მათი კონცერტი უსაფრთხოების ძალებნა დაარბია.

ამის შესახებ „იზვესტიას“ ჯგუფის ლიდერმა სერგეი ტროიცკიმ განუცხადა. ტრიცკიმ ასევე დაადასტურა, რომ ჯგუფის დრამერი მარკ ბეიგუნი პოლიციის რეიდის შემდეგ კომაში ჩავარდა.

,,Коррозия металла" აჩერებს თავის საქმიანობას, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია კონცერტების რეკლამირება და საზოგადოებას მოწვევა“, - თქვა ტროიცკიმ.

27 აპრილს ნიჟნი ნოვგოროდში პოლიციამ როკ ჯგუფის კონცერტი დაარბია. დააკავეს ჯგუფის ლიდერი სერგეი ტროიცკი, მეტსახელად ობობა, ორი გიტარისტი და 40-მდე მაყურებელი. მაყურებლებს იატაკზე დაწოლა უბრძანეს. ზოგიერთი მათგანი, თვითმხილველების თქმით, ნაცემია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა