თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად. თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, - განაცხადა  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მისი თქმით, ამ კანონის მიზანი არის მედია და არასამთავრობო ორგან იზაციების შეზღუდვა და სტიგმატიზაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის რეალური მიზანი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვა, მათი სტიგმატიზაცია, მათი საქმიანობის დელეგიტიმაციაა, სწორედ, ამიტომ არის ჩვენი გადმოსახედიდან ეს რუსული კანონი და ასე იმიტომ ხედავს საქართველოს მოქალაქე ამ კანონს. მიზანი და შედეგი რომლის მიღწევაც გსურთ, არის იდენტური იმ მიზნისა და შედეგისა, რომლის მიღწევასაც ცდილობს რუსული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, არ მიუთითებს დასაბუთებულ კონკრეტულ რისკებზე, რომელიც ეხება არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციების რაიმე კონკრეტულ მონაწილეობას დანაშაულებში. შესაბამისად, როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ნათქვამი. გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად. თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია და ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა - ეს არის რუსული და თქვენი კანონის მიზანი. რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას, არაეფექტურობას ან ხარვეზებს, რაც ახალი ზომების შემოღებას გაამართლებდა“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა