„ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი კიდევ ერთხელ განმარტეთ“ - თეონა აქუბარდია მდინარაძეს

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველი მუხლის ორივე პუნქტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა - რას ნიშნავს უცხოური ინტერესების გატარება, როდესაც ამ მოცემულობაში ვიცით, რომ რუსეთი რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა ის პირდაპირ ფინანსურ გადმორიცხვებს ვერ ახდენს საქართველოში და შესაბამისად მას ეს კანონი არ ეხება და ეხება დასავლურ ფონდებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, თეონა აქუბარდიამ დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა.

მან კითხვით მიმართა, რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს და სთხოვა დაესაბუთებინა კიდევ ერთხელ, ვის ეხება ეს კანონი, თუ შემხებლობაში არ არის რუსეთთან.

„ამ მოცემულობაში ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი, კიდევ ერთხელ, რომ განმარტოთ.

მეორე, ამ კანონს არ აქვს ჩამკეტი მექანიზმი და ეხება ყველას, მათ შორის ცუდსაც და კარგ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. მაინტერესებს როდესაც საოკუპაციო ხაზთან მუშაობენ ორგანიზაციები ფინანსდებიან ასევე დასავლური ფონდებისგან და ის ორგანიზაციებიც, რომ ლებსაც თქვენ ასახელებთ. მე მაინტერესებს ჩამკეტი მექანიზმი რატომ არ გაქვთ ისე, როგორც ეს დასავლეთის პრაქტიკაშია მიღებული.

თქვენ ამბობთ, რომ ეს კანონი არ ზღუდავს, თუმცა ორგანიზაციები ამბობენ სხვას. როდესაც დება სტიგმატიზირება, ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ეროვნულ საქმეს, ეს კანონი ამ ადამიანების სტიგმატიზაციას ახდებს, რადგანაც თქვენ თქვით, რომ სიტყვა აგენტს შეცვლიდით, უცხოური გავლენით.

ასევე ფინანსური მონიტორინგის ისეთი მექანიზმია, რომ სამ თვეში ერთხელ ორგანიზაციები არის კოლაფსში, ფინანსური მონიტორინგის დროს, ისეთი თანხები არის ჯარიმაზე.", - განაცხადა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა