იურიდიული კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაია და სალომე სამადაშვილი გააძევეს

სულ ნახვები : 82
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია და სალომე სამადაშვილი გააძევა.

ამის მიზეზი დეპუტატების მიერ დასმული კითხვები გახდა, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდებოდა.

კორძაიას თქმით, ოხანაშვილს დავალება აქვს რომ სათითაოდ გაყაროს დეპუტატები დარბაზიდან.

„ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში. თუ უყურებდით ლაივს, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი იმაზე, რომ ისინი არღვევენ კანონს, მაგრამ არ მოსწონთ, დავალება აქვთ, რომ თითო თითოდ გამოგვყარონ, იმიტომ, რომ 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ“, - განაცხადა კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა