„ქართულ ოცნებასთან“ საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი მათ არ დატოვეს - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 150
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლება გადასულია სამწუხაროდ საკუთარი მოსახლეობისთვის ხელების გადაგრეხაზე და თვითონ ეს მოსახლეობა გადაამტვრევს მის ამ მცდელობას და ხელებს, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა დარჩა ხელისუფლებასთან სასაუბროდ და ეს არის ქუჩა.

„არანაირ შინაარსს და განხილვას ჩვენ არ უნდა ველოდოთ აქ საზოგადოება, რადგანაც რეალურად თუ მათ სურდათ შინაარსში განხილვა, ჩვენ დაინიცირებული გვქონდა მართლა რეალურად, ანგარიშგებაზე ორიენტირებული ალტერნატიული პროექტები, რომლებიც არანაირ მოსახლეობის დაპირისპირებას არ გამოიწვევდა, მაგრამ  ამ ყველაფერს ხელისუფლებამ უთხრა უარი. ეს კანონი, რომლითაც ხელისუფლება აპირისპირებს ხალხს და საერთოდ ანადგურებს ქვეყნის ევროპულ მომავალს „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ უნდა გაიწვიოს. ამისი იმედი და მოლოდინი მე არ მაქვს, ამიტომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი მათ არ დატოვეს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა