ტიუმენის რეგიონში მდინარე იშიმში წყლის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში, ტიუმენის რეგიონში მდინარე იშიმში წყლის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ტიუმენის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე მურის ინფორმაციით, წყლის დონემ 1215 სანტიმეტრს მიაღწია.

„წყალი ზოგან უკვე ასფალტზე მაღლა დგას, მაგრამ სანაპირო ზოლი იცავს გზატკეცილს წყალდიდობისგან. მას მუდმივად აძლიერებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები“, - წერს ის თავის ტელეგრამარხზე.

მურის თქმით, წყლის აწევის გამო ტიუმენ-ომსკის გზატკეცილზე სატრანსპორტო მოძრაობა გაძნელდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საცობი 60 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.

„აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტექნოლოგიური შესვენების შესახებ“, - წერს მური.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა