დარჩა რომელიმე სუბიექტი, რომელმაც ცალსახად არ განაცხადა? - უსუფაშვილის დაუსრულებელი კითხვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დარჩა თუ არა რომელიმე სუბიექტი, რომელმაც სრულიად ცალსახად არ განაცხადა - აღნიშნული კითხვის დასრულების შესაძლებლობა „ლელოს“ დეპუტატს, დავით უსუფაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ მიეცა.

უსუფაშვილმა კანონპროექტის პირველ მუხლთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მტრულ სახელწიფოებად ცხადდებიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას მიცემენ, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციურ ჩანაწერს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ეს კანონი თავისი მიზნიდან და სამოქმედო სფეროდან გამომდინარე ეხება არა მხოლოდ შიდა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ურთიერთობებს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვინაიდან საუბარია უცხო ძალებიდან, ანუ სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსების თაობაზე. შესაბამისად, ამ კანონის მიზანში შედის ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გარკვეული პრინციპული სიახლეების შეტანა.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაფინანსების წყაროა უცხო სახელმწიფო. ეს სახელმწიფოები თუ რომელიმე ორგანიზაციას 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას მიცემენ, ცხადდებიან მათი ინტერესების მქონე სახელმწიფოებად, ცხადდებიან ისეთ ძალებად, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებენ საქართველოში და აქ იპოვეს პარტნიორები, რომლებსაც სხვა არაფერი აინტერესებს გარდა იმ საკუთარი ინტერესებისა. აქედან გამომდინარე, ეს კანონი ცხადია გახდა საერთაშორისო ყურადღების საგანი.

ისმის კითხვა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებიდან და იმ საერთაშოერისო ორგანიზაციებიდან, სადაც კონსტიტუციურად გაცხადებული გვაქვს წევრობის ამოცანა და ყველა სახელმწიფო ორგანომ ხელი უნდა შევუწყოთ ამას, დარჩა თუ არა რომელიმე სუბიექტი, რომელმაც სრულიად ცალსახად არ განაცხადა?... - განაცხადა უსუფაშვილმა, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარემ  ანრი ოხანაშვილმა სიტყვა გააწყვეტინა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს ეთმანეთის მიყოლებით დარბაზიდან აძევებენ. მიზეზი მათ მიერ დასმული კითხვები ხდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა